მწერალი

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერა ზმნისაგან ნაწარმოები ტერმინია. ძველ ქართულ ხელნაწერებში მწერალი, დაწერილი, გამოწერა X ს. ძეგლებში იხმარებოდა მხატვრის, დახატულის, დახატვის მნიშვნელობით. ე.ი. წერა ზმნა ძველად უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი იყო. XI ს. ალავერდის ოთხთავის (A 484) ანდერძში მითითებულთა: „შიგან წმიდანი მახარებელნი ოქრომელნითა დაწერილნი და ყოველი ასომთავარი ოქრო-მელნით დაწერილი“. ვანის ოთხთავის (A 1335) მომხატველი თავის ოქროჲთმწერალს უწოდებს. ანდერძში მითითებული ტერმინი „დაწერილი“ შემკულობის ელემენტების მხატვრულად შესრულებას გულისხმობს. ანდერძში ნათქვამია „ქ. ოქროთი მოიწერა ეს წიგნი მიქაელ ოქროჲთმწერლის კორესელის მიერ“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები