თუმანიშვილი ბეჟანი

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუმანიშვილი ბეჟანი – I ვახტანგ ბატონიშვილის მწიგნობარი. დამწერი ვახტანგ ბატონიშვილის მიერ ოთარ გერმანიზისშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნისა (1657წ., სს I, # 470); დამწერი სველნელი იმარაშვილის მიერ ქრისტესიასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ., ხეც., Sd 1136); დამწერი ესტატეს მიერ ფარსადანასთვის მიცემული ვენახის გაცვლილობის წიგნისა (1665 წ., ხეც., Qd 195); დამწერი გიორგი შოშიაშვილის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ., IX, ხეც., Sd 55); დამწერი მამუკა ხიზანისშვილის მიერ ელიზბარ თუმანიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1679 წ., სცსსა 1450, 10-161); დამწერი ხუცეს ქრისტესიას მიერ ზურაბ [თუმანიშვილისათვის] მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1675 წ., ხეც., Sd 55);

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები