აღმდგომისათჳს უფლისა

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სხვადასხვა ავტორის 15 ასეთი ქადაგებაა ცნობილი, ხოლო თუ მათ „აღვსებისათჳს“ ქადაგებებს დავუმატებთ, მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის ქადაგებების რიცხვი 29-მდე გაიზრდება. დიდი ნაწილი ამ ქადაგებებისა იოანე ოქროპირის სახელითაა წარწერილი. „ამაღლებისათჳს უფლისა“ - 9 ქადაგებაა წარმოდგენილი. ,,შობისათჳს უფლისა” – 26 ქადაგება, „ხარებისათჳს“ - 20; ფერისცვალებისათჳს“ - 9, „ნათლისღებისათვის“ - 23 (ამას 2 განცხადების ქადაგებაც დავუმატოთ), „მიგებებისათჳს უფლისა“ - 8, „სულიწმიდისათჳს“ - 7, „ჯვრის ამაღლებისა და ჯვრის სხვა დღეებზე ერთად 15-მდე ქადაგებაა, ღვთისმშობლის ,,მიძინების” ანუ გარდაცვალების დღეზე 17 ქადაგება, „ღმრთისმშობლის შობისათჳს“ - 10 ქადაგება, „ტაძრად მიყვანებისათჳს“ - 8 ქადაგება. „ჯვარცმის“ ქადაგებები 8-ჯერაა წარმოდგენილი. ზნეობრივ თემებზე დაწერილი სწავლანი და ქადაგებათა რიცხვი სოლიდურია. მაგ: ,,მოთმინებისათჳს“ ქადაგებები ჩვენს ბიბლიოგრაფიაში 21 პარაგრაფშია შეტანილი, „ვეცხლისმოყვარებისათჳს“ - 12-ჯერ, ხოლო „სათნოებისათჳს“ ქადაგებათა რიცხვი მართლაც რეკორდულია - 46.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები