აპოლინარიზმი

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


მწვალებლობა,რომლის ფუძემდებელი იყო აპოლინარი უმცროსი (+დაახ. 390 წ.), ლაოდეკიის (სირია) ეპისკოპისი,საეკლესიო მწერალი და ღვთისმეტყველი. იგი დაუპირისპირდა არიანელებს და განავითარა მოძღვრება,რომ იესო ქრისტეს განკაცებისას არ მიუღია კაცობრივი გონიერი სული. ეს მოძღვრება გავრცელდაანტიოქიაში, კონსტანტინეპოლში, სირიში და მის მეზობელ ქვეყნებში. მათ შექმნეს თემებიდა ჰყავდათ ეპისკოპოსები. ალექსანდრიის 362 წ. ადგილობრივმა კრებამ დაგმო ეს მოძღვრება.375 წ., როდესაც აპოლინარელები ეკლესიას გამოეყვნენ და დამოუკიდებელი სექტა შექმნეს,რომის საეკლესიო კრებამ ხელმეორედ შეაჩვენაისინი. 381 წლის კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრებამ ეს მოძღვრება მწვალებლობადგამოაცხადა და მართლმადიდებლობაში დაბრუნების შემთხვევაში მათ ასეთი მოთხოვნები წაუყენა:„აპოლინარელთა შევიწყარებთ ესრეთ: მოვსთხოვთ ლიველინსა, რომელ არს ქარტით სიმტკიცისაჲდა შეჩვენებად უბრძანებთ ყოველსა წვალებასა არა აღმსაარებელსა ესრეთ, ვითარ აღიარებსწმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ესრეთ დავჰბეჭდავთ, ესე იგი არს,ვსცხებთ წმიდასა მიჰრონსა შუბლსა და თუალთა და ცხჳრთა და პირსა და ყურთა და დავჰბეჭდვიდეთრაჲ მათ, ვიტყჳთ: საბეჭდავი ნიჭთა სვლისა წმიდისაჲთა“ (დიდი სჯულის კანონი, გვ.263).

ამ მწვალებლობისმიმდევართა წინააღმდეგ 388-428 წწ. იმპერატორთა რამდენიმე დეკრეტი გამოქვეყნდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები