აპოკრიფულ თხზულებათა ეფთვიმე მთაწმიდელისეული ინდექსი

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცნობილია ეფთვიმე მთაწმიდელის პასუხების სამი ვარიანტი, რომელიც მას გაუგზავნია რამდენიმე საეკლესიო პირისათვის შეკითხვებზე, თუ რომელ წიგნებს არ შეიწყნარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სამივე პასუხი ეხება არამარტო აკრძალულ წიგნებს (დასაწყისი ნაწილი), არამედ სხვადასხვა საეკლესიო საკითხავებსაც („საუფლო დღესასწაულთათჳს“, „მოძღვართა და მოწაფეთათჳს“, „სქემის კურთხევისათჳს“ და სხვ. მრავალი). ამჯერად ჩვენ მხოლოდ აკრძალულ წიგნებს შევეხებით. 1. „წიგნი, რომელი მოწერა დიდმან ეფთჳმე დიდსა ბერსა გიორგის“ (სათაური აღდგენილია გამომცემლის მიერ). ჩამოთვლილია ეკლესიისათვის მიუღებელი „ნატყუარი“ წიგნები. თხზულება ერთადერთ ხელნაწერში არის შემორჩენილი A 737, XIII, გვ. 293-306.

გამოცემები

  • ჟორდანიასი თ., ქრონიკები, II, ტფილისი, 1901, გვ. 83-87.
  • დოლიძისა ი., ქართული სამართლის ძეგლები, III, თბილისი, 1970, გვ. 5-11.
  • ჭელიძისა ე., აპოკრიფულ წიგნთა ეფთვიმე ათონელისეული ინდექსი, საღვთისმეტყველო კრებული, I, თბილისი, 1991, გვ. 214-230.


2. „კითხვა-მიგებაჲ, რომელი მოსცა თეოდორე საბაწმიდელსა ეფთჳმი მთაწმიდელმან“ ანალოგიური შინაარსისაა, მაგრამ განსხვავდება რედაქციულად. ხელნაწერები: A 450, XVII, გვ. 562-569; A 381, XVIII, გვ. 491-496 (გვიანდელი ჩანართებით).

გამოცემები

  • საბინინისა მ., საქ. სამოთხე, სანკტ. პეტერბ., 1882 წ., გვ. 432-436.
  • დოლიძისა ი., ქართული სამართლის ძეგლები, III, თბილისი, 1970, გვ. 12-18.
  • ჭელიძისა ე., საღვთისმეტყველო კრებული, I, 1991, გვ. 214-230.


3. „წიგნი, რომელი მამამან ეფთჳმე მიუწერა მთაწმიდით თეოდორეს ხუცესსა მრეკალსა“ აღმოჩნდა Ath. 79, 1042-1044 წწ. ხელნაწერში. არის ძეგლის მესამე რედაქცია, სადაც ეფთვიმეს ადრესატია თეოდორე საბაწმიდელი, ისევე, როგორც მეორე რედაქციაში, მაგრამ დაწერილია არა კითხვა-პასუხის ფორმით, არამედ წარმოადგენს ეფთვიმეს პასუხს, როგორც გვაქვს პირველ რედაქციაში. დასაწყისიც უფრო ახლოსაა I რედაქციის დასაწყისთან (იხ. მ. დოლაქიძე, ათონური №79 ხელნაწერის შედგენილობის შესახებ, მრავალთავი (ხელნაწ. ინსტ.), XII, თბილისი, 1986, გვ. 181). ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ ჩამოთვლილი აკრძალულ წიგნთა ჩამონათვალი შეიძლება ეხმაურებოდეს გელასი პაპის (V-VI სს.) „დეკრეტალიებში“ 494 წ. შეტანილი აპოკრიფულ წიგნების სიასაც (Potr. Latina, LIX, col. 164).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები