აპოკრიფული ასტროლოგიური თხზულებები

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


  • „სიბრძნისაგან ფილოსოფოსთაჲსა წინაჲსწარმეტყუელებად ჟამთა და შენებათა წელიწადისა მოწევნადთათჳს, თუ ვითარ იყუნენ“, რომელშიც წარმოდგენილია ამინდი, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მოსავალი და ვარგისიანობა, ასტრონომიული მოვლენები და სხვა პასქალური ცხრილის „ზედნადებთა“ რიცხვის მიხედვით. თხზულება შედგება ცხრამეტი თავისაგან, თითოეული მათგანი შეესაბამება გარკვეულ ზედნადებს.

აპოკრიფი გამოცემულია ერთი - A 290, XIII, 258r-260r ხელნაწერის მიხედვით გამოც. ს. ყუბანეიშვილის მიერ, ძვ. ქართ. ლიტერატურის ქრესტომათია, I, თბილისი, 1946, გვ. 28-30.

  • „კალანდაჲ, თქუმული ეზრა წინაჲსწარმეტყუელისა“, რომელშიც წარმოდგენილია იანვრის თვის ამინდისა და სხვა მოვლენების („ცხვართა სნეულება“, „დედათა სიკუდილი“, „იფქლი მცირედ“ და სხვ.) პროგნოზირება იმის მიხედვით, თუ კვირიაკის რომელ დღეს დადგება იანვარი (ავტორის სახელი ფსევდოეპიგრაფიკულია). ეს მოკლე თხზულებაც გამოქვეყნებულია ერთი - A 290, XIII, 261r ხელნაწერის მიხედვით; გამოც. ს. ყუბანეიშვილის მიერ, ძვ. ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, თბილისი, 1946, გვ. 30-31.
  • „ძრვისა და ქუხილის გამოცხადება“-ში მოწოდებულია პროგნოზი ყოველ თვეზე, თუ რა მოხდება, თუ იქუხებს, ან იძრას: მაგ. „იანვარსა თუ იქუხნეს, იფქლისა და ღჳნისა სავსებაჲ იყოს, თუ იძრას - სიკუდილი დიად იყოს“ და ა.შ. თებერვალ-დეკენბრისათვისაც.

ეს აპოკრიფული მოკლე თხზულება გამოცემულია იგივე ხელნაწერის - A 290, XIII, 261r მიხედვით ს. ყუბანეიშვილის მიერ, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, თბილისი, 1996, გვ. 31.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები