ანტონ დიდის „ცხორება“

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


„ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი“ არის „ცხორების“ ჟანრის პირველი თხზულება, რომელიც ქრისტიანული ეკლესიისგამოჩენილ მამას – ათანასე ალექსანდრიელს (+373წ) დაუწერია 356 წელს, მისი ეგვიპტისუდაბნოში 5 წლიანი მოღვაწეობის დროს და მიუძღვნია ეგვიპტის სამონასტრო ცხოვრებისფუძემდებლის, ანტონ დიდის (251-256 წწ.) მოღვაწეობისათვის. ამ თხზულების შესახებიოანე ოქროპირი წერდა, რომ მისი წაკითხვა სავალდებულოა ყველა ქრისტიანისათვის.

ანტონიდაიბადა ქრისტიანი კოპტისოჯახში. 20 წლის ასაკში მანმშობლებისაგან დატოვებული დიდიძალიქონება გაყიდა, ფული ღარიბებსდაურიგა, ხოლო თვითონ თავისივესოფლის ახლოს მონაზვნური ცხოვრებადაიწყო. 35 წლის ასაკში წავიდათებაიდის უდაბნოში (ამიტომ მასზოგჯერ ანტონ თებაიდელს უწოდებენ).მან იქ 20 წელიიღვაწა განდეგილობაში, მაგრამ მასთანდიდძალი მონაზვნობის მოსურნეშეიკრიბა დაიქ პირველი ხალხმრავალიმონასტერი დაარსდა. შემდეგში მანმრავალი მონასტერი დააარსა,რადგან სადაც კი წავიდოდაგანდეგილი ცხოვრების დასაწყებად,იქ მრავალი ქრისტიანიიკრიბებოდა და ანტონიც ახალმონასტერს აარსებდა. მან 105 წელიიცოცხლა და აქედან 85 მონაზვნურღვაწლში გაატარა. 544 წელსანტონის წმ. ნაწილები თებაიდისუდაბნოდან ალექსანდრიაში გადმოასვენეს,ხოლო VII ს-ში სარკინოზთაგანალექსანდრიის დაპყრობის შემდეგ– კონსტანტინეპოლში. X-XI სს-ში მისიწმიდა ნაწილები გადაასვენესვიენის ეპარქიალურ ოლქში, ხოლოიქიდან XV ს-ში არისში (საფრანგეთი), წმ. იულიანეს ტაძარში.ანტონის ხსენების დღეა 17იანვარი.

ანტონისლიტერატურული მემკვიდრეობიდან 20-მდექადაგებამ, შვიდმა ეპისტოლემ დარამდენიმე სამონასტრო წესდებამმოაღწია. მისი შრომები კოპტურადარის დაწერილი დაშემდეგ თარგმნილია ბერძნულად.ქართულად თარგმნილია ანტონის7-ვე ეპისტოლე (გამოც. ჟ. გარიტის მიერ – ქართულ-ლათინურითარგმანით – Les Lettres de saint Antoine, CSCK, V, 1955, 1-46.)

ანტონისმრავალი ასკეტიკური თხრობააშესული IX-X სს. ხელნაწერებში, რომელთა საერთოსახელწოდებაა „თხრობანიწმიდათა მამათანი“, რომელიც ჯერ ეფთვიმესუთარგმნია (A1109, IX; A35, X; A1105, XI ს.),ხოლო უფრო ვრცლად – თეოფილე ხუცეს-მონაზონს(Sin. 76; XI; Sin. 2, Ath.51; პირველი გამოიცამ.დვალის მიერ, შუა საუკუნეთანოველების ქართ. თარგმანი, თბილისი; 1966, ხოლომეორე გამოუცემელია).

ანტონდიდის „ცხორება“ ათანასე ალექსანდრიელისა ქართულად თარგმნილია ორირედაქციით: ვრცელი (Ath. 79; 1049-1074წ.წ. ბრიტ. მუზეუმისN11281, XI) და მოკლე, ვრცელზეუფრო ადრინდელი (A19,X, A1109, IX-X). პირველიუთარგმნია ეფთვიმე მთაწმიდელს.ქართულად თარგმნილია აგრეთვეანტონის მეტაფრასული „ცხორებაც“ (ქუთ. 13, XVI) და მისი„ცხორების“ სვინაქსარული ტექსტიც.

გამოცემები

1. ვ. იმნაიშვილისა,მამათა ცხოვრებანი, თბილისი, 1975, გვ. 9-53(I კიმენური);

2. მისსივე, ცხოვრება წმიდისაანტონისი, თბილისი, 1970, (I კიმენ.).

3. ა. შანიძისა დაზ.ჭუმბურიძისა, უდაბნოს მრავალთავი,თბილისი, 1994, გვ. 75-101 (II კიმენური).

4. მეტაფრასული რედაქციისტექსტი გამოუცემელია.

5. მ. დოლაქიძისა, სვინაქსარული ტექსტი,საეკლესიო კალენდარი 2003 წლისათვის,თბილისი, 2002 (17 I.).

ლიტერატურა

1. კიმენური რედაქციების გამოცემათაწინასიტყვაობები.

2. კ.კეკელიძე, ძველიქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1980.

3. მ. შინჯიკაშვილი, Грузинскиепереводы и редакции "Жития Антония”Афанасия Александрийского (Автореферат кандидатанаук), Тбилиси, 1979 (30 стр.).

4. ე. ჭელიძე, ანტონდიდის „ცხოვრების“ წინაათონურირედაქციებისურთიერთმიმართების შესახებ, მრავალთავი (ხ.ი.), 15, თბილისი, 1995, გვ. 7-17.

ხელნაწერები

1. I კიმენურისა: Ath. 79, 1042-1074 წ.წ., 9r-24v.(თავ. ნაკლ.); ბრიტ. მუზ. N1128, XI, 1-55 (ვრცელი),

2. II კიმენურისა: A19,X, 218r -224r; A1109; IX, 19r-36r (მოკლე).

3. მეტაფრასული; ქუთ.13,XVI, 167-211 (ვრცელი)

4. სვინაქსარული: A97,XI; A193, XI, H221, XI (და სხვა 17. I).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები