ათთა ბევრთა წამება

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ათთა ბევრთა წამება - „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა ტფილისს ვნებულთა...“ არის ანტონ I-ის მიერ ქართულ საისტორიო წყაროებში არსებულ - მწირ ცნობებზე დამყარებული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც მოთხრობილია ხვარაზმელების მიერ ჯალალედინის ბრძამებით 1225 წ. თბილისის მოსახლეობის - 100 000 ქრისტიანის დახოცვის ამბავი, რომელთაც უარი თქუეს, ფეხით გაეთელათ ქრისტიანული ხატები. ანტონ I-ის მიერ 1708-1709 წლებში შედგენილ „მარტირიკაში“ შეტანილი ეს თხზულება ისევე, როგორც ყველა აქ შეტანილი ჰაგიოგრაფიული ძეგლი, „შესხმითი“ სტილის მეტაფრასული თხზულებაა და ეს ტრაგიკული ფაქტი გავრცობილია წმიდა წერილის სხვადასხვა წიგნებიდან მოტანილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური მსჯელობა-განმარტებებით, მისადაგებული თხზულების ძირითად ქრისტოლოგიურ საკითხებთან.

გამოცემები

  • მ. საბინინისა, საქართველოს სამოთხე, სანკტ. პეტერბურღი, 1882, გვ. 568-579.
  • ე. გაბიძაშვილისა და მ. ქავთარიასი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, 1980, გვ 247-265.
  • . იგივე, ქართული წიგნი, თბილისი, გვ. 20

ლიტერატურა

  • ე. გაბიძაშვილი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, გვ. 504-506.
  • ივ. ლოლაშვილი, მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის, თბილისი, 1982, გვ. 122-125.

ხელნაწერები

Q 78, 1769 წ., 201r-215v; S 1276, 1768 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები