ადამის და ევას გამოსვლა სამოთხიდან

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


„საკითხავი ადამ და ევაჲსი სამოთხით გამოსლვისაჲ“ არის ძველი აღთქმის აპოკრიფი, რომელშიც მოთხრობილია ღმერთის მიერ მათი სამოთხიდან გამოძევების ამბავი იმ შეცოდებისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს აკრძალული სამოთხის ცნობიერების ხის ნაყოფის ჭამით, რადგან მათ შეიძლება ეჭამათ უკვდავების ხის ნაყოფი და მარადიულად ეცოცხლათ. ამ აპოკრიფში აღწერილია სწორედ სამოთხიდან ადამისა და ევას გამოძევების შემდეგდროინდელი ამბები: შვილების გაჩენა, კაენის მიერ აბელის მოკვლა, ადამის სიკვდილი და დასაფლავება. ეს აპოკრიფი ცნობილია აგრეთვე „ადამის წიგნის“ ან „ადამის ცხოვრებისა“ სახელითაც. მაგ. ეფთვიმე მთაწმიდელის აპოკრიფული თხზულებების ინდექსში ნახსენები „ადამის ცხორებაჲ“, რომელსაც მისი სიტყვებით, „ეკლესია არ შეიწყნარებს“. კ. კეკელიძის აზრით, ეს აპოკრიფი თარგმნილი უნდა იყოს X ს-ზე ადრე, სომხური ენიდან. მისივე აზრით: „ამ აპოკრიფიდან უნდა მომდინარეობდეს ვერსიები კაენის მიერ აბელის მოკვლისა და სეითის შობისა, რომლებიც ქართულ მწერლობაში ჩნდება XVIII-XIX სს-ში“.

გამოცემები

  • ს. ყუბანეიშვილისა, ადამის ცხოვრება, „საკითხავი ადამ და ევაჲსი სამოთხით გამოსლვისაჲ“, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, თბილისი, 1946, გვ. 3-13.
  • ც. ქურციკიძისა, ადამის ცხოვრება, თბილისი, 2003 (77 გვ).
  • Mahé I. P. Le livre d’Adam Géorgien, Studies in Gnosticism and Hellenistic religions, Leiden EJ. Brill, 1981, s. 227-260.

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1980, გვ. 436-437.
  • ქართული სამართლის ძეგლები, III, გამოსცა ი. დოლიძემ, თბილისი, 1975, გვ. 5; 13.
  • გამოცემათა წინასიტყვაობები.

ხელნაწერები

A 153, XVII, გვ. 1-54; A 1064, XVIII, 88რ-90v; H 433, 1842 წ., 1r-23r; H 881, XIX, 1r-16r; S 3727, XVIII, გვ. 1-5 (თავ-ბოლო ნაკლული); S 5175, XVII, 1r-8v (ფრაგმენტები); ქუთ. 128, XV-XVI, 1r-23v; ქუთ. 440, 1856 წ. 1r-25v; ლიტ. მუზ., 3, XIX, გვ. 1-10; პარლანენტის ეროვნული ბიბლ. 56, XIX, 1r-8r.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები