აბაკუმის წინასწარმეტყველების წიგნი

Encyclopedia Georgica გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A-1108, XII-XIII საუკუნე, 295r

აბაკუმ წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დრო უნდა იყოს იოშიაჰუს მეფობის ბოლო და იეჰოაკიმის მეფობის დასაწყისი წლები. ღვთის სასჯელი გამოწვეული იყო იმით, რომ იერუსალიმში ღვთის სატაძრო თაყვანისცემის გვერდით გავრცელებული იყო მრავალღმერთიანი რელიგიები, რომლებიც გადმოტანილი იყო მეზობელი ქვეყნებიდან. იოშიაჰუ მეფის რეფორმებმა ვერ გააჯანსაღა ჭეშმარიტი რელიგია. ძლიერთა ძალმომრეობა სუსტებზე საფუძველია წინასწარმეტყველ აბაკუმის სასოწარკვეთილი განწყობისა (1,2-4). აბაკუმს აშფოთებს უფლის მდუმარება, რომ ფეხქვეშ ითელება სიმართლე, მაგრამ ხილვაში მიღებული პასუხი ამშვიდებს. მისთვის ცხადი ხდება, რომ ღმერთი სასტიკ დამპყრობელს მოუვლენს თავის საყვარელ ერს, ხოლო „მართალი იცოცხლებს რწმენით“ (ამბ. 2,4). აბაკუმი ქადაგებს, რომ რწმენაში არის ხსნა, რითაც იგი არის პავლე მოციქულის წინამორბედი (რომ. 1,17; გალ. 3,11). აბაკუმის წინასწარმეტყველების წიგნი შედგება სამი თავისაგან და ჯამში 56 მუხლისაგან. (იხ. ძველი აღთქმა)

გამოცემა

  • რ. ბლეიკისა და მ. ბრიერისა, Patrologia Orientalis, t, XXIX, fasc. 2, 1961. 2) ელ. დოჩანაშვილისა, მცხეთური ხელნაწერი (დანიელისა, მცირე წინასწარმეტყველთა...), თბილისი, 1986, გვ. 84-87.

ხელნაწერები

A 51, XVII-XVIII, 567v-569v (მცხეთის ბიბლია); A 1108, XII-XIII, 294v-296r (გელათის კატენებიანი ბიბლია); ქუთ. 5, XVI, 1r-3v; Jer. 7, XI, 13v-16v; Ath. 1, 978 წ. (ტ. II), 398r-401v (ოშკის||ათონის ბიბლია); ბაქარის ბიბლია (A 971, დაიბეჭდა 1743 წ. მოსკოვი), გვ. 727-730.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები